პარლამენტი ხვალ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილავს. ხვალვე იგეგმება საკითხის კენჭისყრაზე გატანა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ მიიღო.

უმრავლესობას კანონზე ვეტოს დასაძლევად 76 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება. რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტი ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გასვლას ითვალისწინებს.

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა 13:00 საათზე დაინიშნა. სესია პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები