ლევან ბერძენიშვილი: საქართველო დასავლეთისკენ მიდის და ეს კურსი ვერ და არ შეიცვლება

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ გადაწყვეტილებას, მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილების შესახებ, დადებითად აფასებს.
როგორც უმრავლესობის წევრმა განაცხადა, ვინც უნდა იყოს მინისტრი, პრემიერი ან პრეზიდენტი, საქართველო მიდის დასავლეთისკენ და ეს კურსი ვერ და არ შეიცვლება.
„ვინც უნდა იყოს მინისტრი, ვინც უნდა იყოს პრემიერი, პრეზიდენტი და სხვა, საქართველო მიდის დასავლეთისკენ და ეს კურსი დასავლეთისკენ, ინტეგრაციისკენ, ვერ შეიცვლება და არ შეიცვლება. ამიტომ აქ არანაირი შენიშვნა ალბათ არ აქვს ოპოზიციასაც კი. რაც შეეხება იმას, რატომ დაინიშნა ესა თუ ის კაცი მინისტრად, ეს არის მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება, მათი უფლებაა. პარლამენტი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. ოპოზიციას არავინ არ ეკითხება, ვინ დანიშნოს მინისტრად და არავის არაფერი არ უნდა ეწყინოს. ჯერ უნდა ვაცალოთ, ვნახოთ, როგორი მინისტრი იქნება, მაგის თქმა წინასწარ ყველას გაუჭირდება“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები