შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მოწყობილ გამოფენას პირადად ეწვია და შსს-ს საგამოფენო კუთხე დაათვალიერა. შს მინისტრმა ასევე დაათვალიერა სხვადასხვა სამინისტროს მიერ მოწყობილი გამოფენებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. „იმელის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყების სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა წარმოადგინა: საპარტულო პოლიციის ავტომანქანები: „ფორდი“, „მინი კუპერი“, „პიკაპი“, მოტოციკლები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯავშანტექნიკა: „კობრა“, „ლენდროვერ დეფენდერი“ და „მგელი“, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სახანძრო ავტომანქანა, სამსახურებრივი, მსუბუქი, ოპერატიული ავტომობილი და თოვლმავალი, დაცვის პოლიციის ინკასაციის ახალი დაჯავშნული „ფორდი“, საავიაციო უშიშროების სამმართველოს ოპერატიული მანქანა, ინკასაციის სამმართველოს „ფორდ-რეინჯერი“, სასაზღვრო პოლიციის კვადროციკლები, კავშირგაბმულობის ავტომანქანა,. წარმოდგენილი იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკურ
გარდა ამისა, შსს-ს აკადემიამ წარმოადგინა ე.წ. ვირტუალური ტირი, სადაც მსურველებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა სცენარით, რამდენიმე წუთით, ინსტრუქტორის დახმარებით პოლიციელის როლი მოერგოთ.