იაპონიაში საქართველოს ოფიციალური დასახელება ხვალიდან Jojia (Georgia) იქნება
იაპონია 22 აპრილიდან საქართველოს ოფიციალურ დასახელებას იაპონურ ენაში Gurujia-დან Jojia-თი (Georgia) ცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საელჩო ავრცელებს.
“22 აპრილიდან იაპონია ცვლის საქართველოს ოფიციალურ დასახელებას იაპონურ ენაში Gurujia-დან “ჯოჯია”-თი (Georgia). გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად. კანონი, რომლის თანახმად, საქართველოს ოფიციალური დასახელება იაპონურ ენაში Gurujia-დან Jojia-თი შეიცვლება, ძალაში 22 აპრილს შედის”, – ნათქვამია განცხადებაში.