“ნაციონალების” აქცია გადაიდო

თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს დავით ბაქრაძემ აცნობა, რომ აქცია 16:00 საათისთვის ვერ დაიწყება, რადგან ხალხის რაოდენობის გამო, მათი მოსვლა ჭიანურდება.
ბაქრაძის თქმით, იმდენი ადამიანი შეგროვდა “ვარდების მოედანზე”, რომ მათ ტრანსპორტიდან გადმოსვლა უჭირთ.
„კოლონებმა თანდათან დაიწყეს შემოერთება. ძალიან ბევრი ადამიანი შეგროვდა ვარდების მოედანზე, იმდენად ბევრი, რომ მათი მანქანებიდან გადმოსვლა და ჩვენთან შემოერთება გაჭიანურდა. თუმცა ღირს ლოდინი, რადგან დღეს ჩვენ ძალიან ბევრი ვიქნებით,“- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე ასობით ადამიანია შეკრებილი.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები