გიგი წერეთელი დღევანდელ მიტინგზე “ნაციონალების” გეგმის გაჟღერებას აანონსებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი დღევანდელ საპროტესტო აქციაზე ახალი სამოქმედო გეგმის გაჟღერებას აანონსებს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიტინგის მიმდინარეობისას მოქალაქეებს გააცნობენ სამოქმედო გეგმას, რომელიც მიმართული იქნება საქართველოში ხელისუფლების შეცვლისკენ.
„დღეს ჩვენ გამოვაცხადებთ გეგმას, რომელიც იქნება სამოქმედო გეგმა, რამდენიმე პუნქტი, ეს გახმოვანდება დღეს მიტინგის დროს და იქნება ძალიან სერიოზული აქტივობა პარლამენტში, რეგიონებსა და ყველგან იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც არაფრის მკეთებელი და უარესობის მომტანია საქართველოში, შევცვალოთ“, – განაცხადა გიგი წერეთელმა. დღეს თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას გამართავს.
მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება.