“ნინო გვენეტაძე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სასამართლო რეალურად დამოუკიდებელი გახდეს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის მოხარულია გვენეტაძის დანიშვნით და იმედოვნებს, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა სასამართლო რეალურად დამოუკიდებელი გახდეს.
“მე მინდა, ქალბატონ ნინოს, კიდევ ერთხელ ტელევიზიების მეშვეობით მივულოცო. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა. მე მჯერა, რომ ქალბატონი ნინო გააკეთებს ყველაფერს, რომ სასამართლო გახდეს რეალურად დამოუკიდებელი, ნდობა გააჩინოს სასამართლოს მიმართ და ხალხს გაუჩინოს სამართლიანობის შეგრძნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები