მანანა კობახიძე გოგი თოფაძის ანტიდასავლურ განცხადებებს გამოეხმაურა

“გოგი თოფაძის პირად მოსაზრებებს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, კოალიციის გადაწყვეტილებებზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ფრაქცია “მრეწველების” ლიდერის გოგი თოფაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის საქართველოს უკეთეს მომავალს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაში ვერ ხედავს. მანანა კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის არჩევანი პროდასავლურია და მთავრობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ყველაფერს აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები