მანანა კობახიძე: თუ იქნება დემოკრატია, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას საფუძველი აქვს

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის მანანა კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში იქნება დემოკრატია, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას საფუძველი ექნება.
“შეიძლება 20 წელიც არ იყოს ამისთვის საკმარისი. არის ქვეყნები, რომლებსაც გაცილებით ბევრი დასჭირდათ. მე ვფიქრობ, რომ თუ იქნება დემოკრატია, თუ  ადამიანის უფლებები იქნება დაცული და  სამართლიანი სასამართლო იარსებებს, თუ იქნება თავისუფალი მედია, რომლის გარანტიებიც ჩვენ შევქმენით და რომელიც დღეს ასეა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას საფუძველი აქვს”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები