ნინო გვენეტაძე: მყისიერ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გეგმა არ გამაჩნია

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აცხადებს, წინასწარ დაგეგმილი არ აქვს სასამართლოში საკადრო ცვლილელების განხორციელება.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ მისი მიზანია, სასამართლო კორპუსთან თანამშრომლობით შექმნან სამართლიანი, მიუკერძოებელი და ხალხის ნდობით აღჭურვილი მართლმსაჯულება.
„მყისიერ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით რაიმე გეგმა არ გამაჩნია. ბუნებრივია, ეს იქნება საქმიანობიდან და იმ მიზნების განხორციელებიდან გამომდინარე, რაც საჭიროების ფარგლებში იქნება. მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ, შევქმნათ სამართლიანი, მიუკერძოებელი და ხალხის ნდობით აღჭურვილი მართლმსაჯულება“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები