მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გადავდივართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე!

 საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 21 მარტის აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი აქცია მშვიდობიანად დასრულდება. „დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი აქცია ჩაივლის მშვიდობიანად, ჩვენი საზოგადოება ჩვეული ცივილიზებულობით, ღირსებითა და კანონის სრული დაცვით გამოხატავს თავის მყარ პოზიციას. ერთი რამ ცხადია, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები