“შეიძლება ჩვენ უუნაროები ვართ, რადგან ჩვენი მთავრობის მინისტრს არ შეუძლია მოიტანოს ორი გვამი”

ხელისუფლებას დღეს ნდობის მხრივ პრობლემა არ აქვს და “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, ქვეყანაში რაც არ უნდა კარგი გაკეთდეს, ყველაფერი საწინააღმდეგოდ წარმოაჩინოს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ “მაესტროს ცხრიანში” ჩართვისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლება შესაძლოა, უუნაროა იმ მხრივ, რომ ახალი მთავრობის მინისტრს არ შეუძლია ბიზნესის დატერორება ან ორი გვამის მიტანა.
“არის რაღაც გარკვეული ჯგუფი, ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს. ქვეყანაში რაც არ უნდა კარგი გაკეთდეს, რაც არ უნდა წინსვლა იყოს, მათ უნდათ ყველაფერი ისე წარმოაჩინონ, თითქოს ქვეყანაში არაფერი კეთდება, ხელისუფლება არის უუნარო, უნიათო. შეიძლება ჩვენ ვართ უნიათო, რადგან ჩვენი მთავრობის მინისტრს არ შეუძლია მოიტანოს ორი გვამი, არ შეუძლია ბიზნესი დაატეროროს, წლის ბოლოს ჩამოუაროს და 2-2 მილიონი შეაწეროს, უუნაროები არიან ჩვენი პარლამენტარები, რადგან რომელიღაც სხვა ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან, კონტრაბანდულად ევროების ფარულად შემოტანა არ შეუძლიათ. ამ მიმართულებით ჩვენ შეიძლება უუნარო ხელისუფლება ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ და ვსაუბრობთ კონკრეტულ პროექტებზე, კონკრეტულ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები