„ხელისუფლებამ, რომელიც დაყრუებულია, რუსთაველიდან მაინც გაიგოს როგორ უჭირთ ადამიანებს“

ხვალიდნელი დემონსტრაცია არის აუცილებელი, რადგან ხელისულეფლებამ, რომელიც არის აბსოლუტურად დაყრუებული, რუსთაველიდან მაინც გაიგოს როგორ უჭირთ ადამიანებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა „ტელეიმედის“ გაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
ნადირაშვილის შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლება უუნაროა და დროა ისინი „სახლებში წავიდნენ“.
„ყველამ იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ძლიერი ოპოზიცია და ამისთვის მრავალათასიანი მიტინგები და დემონსტრაციები ნამდვილად არ არის საჭირო. დასავლეთი აქ არაფერ შუაში არ არის, საქართველოს ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოში და არ არის საჭირო არაფრის დანახვება დასავლეთისთვის. ჩვენი ხვალიდნელი აცია არც ჩვენი მხარდამჭერების მობილიზაციას არ ითვალისწინებს, ეს გამომდინარეა იქიდან, რა ვითარებაც არის ქვეყანაში. ქვეყანაში დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც ხელისუფლებამ ქვეყნის მართვა მთლიანად შეწყვიტა. ისინი გადასული არიან ავანტურებზე, ტყუილებზე, ყველაფრის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაბრალებაზე.
ყველაფრის უკან დგას ის, რომ ადამიანები დღითიდღე ღარიბდებიან, პენსიები შემცირდა იმის გამო, რომ დოლარის კურსმა აიწია, სოციალური დახმარებები შემცირდა, სამუშაო ადგილები ყოველდღე იკარგება. ამ ვითარებაში ხვალიდნელი დემონსტრაცია არის აუცილებელი, რადგან ხელისუფლებამ, რომელიც არის აბსოლუტურად დაყრუებული რუსთაველიდან მაინც გაიგოს როგორ უჭირთ ადამიანებს და ყველამ ერთად ხელისუფლებას მიანიშნოს, რომ რაც არ გამოსდის, დროა, იმას თავი დაანებონ და სახლში წავიდნენ“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები