დავით ნარმანიას საკრებულოში იბარებენ

საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის მერს დავით ნარმანიას თბილისის საკრებულოს ფრაქციების გაფართოებულ სხდომაზე იბარებენ. ამის თაობაზე მერიაში განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, სევდია უგრეხელიძემ შეიტანა.
უგრეხელიძის განცხადებით, მერიასა და სხვა სამსახურებში მომატებული კორუფციის ფაქტების გამო, დავით ნარმანიასთან ბევრი კითხვა გაჩნდა, რაზეც პასუხს ფრაქციების გაფართოებულ სხდომაზე ელოდებიან.
„მოვიწვიეთ თბილისის მერი დავით ნარმანია, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ასე მწვავედ დგას. კორუფციული ფაქტები როგორც ვხედავთ, მრავლდება. ჯოკია ბოდოკიას შემდეგ კიდევ სხვა შემთხვევებიც იყო. კორუფცია გამეფებულია ასევე სისტემის სხვადასხვა ნაწილებში და ამ ინფორმაციაზე რეაგირებას ვთხოვთ მას, მით უმეტეს როდესაც თბილისის მერიამ გადადგა სრულიად არაკონსტრუქციული და არაგონივრული ნაბიჯი და ახლა უნდა პროექტებზე კონტროლი შეწყვიტოს საკრებულოს მხრიდან“, – განაცხადა უგრეხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები