“თავისუფალი დემოკრატები” ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ

დარწმუნებულები ვართ, რომ ნინო გვენეტაძე სასამართლოს დამოუკიდებლობას დაიცავს – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილემ ნინო გოგუაძემ განაცხადა.
როგორც გოგუაძემ აღნიშნა, ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” პატივს სცემენ პრეზიდენტის ინსტიტუტს და გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარს დაუჭერენ.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ნინო გვენეტაძე არის ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის, დამოუკიდებლობა და ამ ინსტიტუციამ შეასრულოს თავისი პირდაპირი კონსტიტუციური ვალდებულება. „თავისუფალი დემოკრატები“ პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტს და მის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დეპუტატები ცოტა ხანში მიიღებენ. პარლამენტში პლენარული სხდომა უკვე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები