გიორგი მარგველაშვილი 9 მაისს მოსკოვში არ ჩავა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მრგველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე იუბილეში მონაწილეობას არ მიიღებს. საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის თქმით, პრეზიდენტმა მოსკოვიდან მოწვევა მიიღო, მაგრამ რუსეთის დედაქალაქში ის არ გაემგზავრება. მარგველაშვილის ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს.