„თუ ასეთ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში ჩავა, ეს საქართველოს შეურაცხყოფა იქნება“

„რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრა არ უნდა შედგეს“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, მოცემული სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩამოყალიბდა, შეხვედრა არ უნდა გაიმართოს.
„არ არის მომზადებული არანაირი საკითხი იმისათვის, რომ პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. თუ საქმე, ვთქვათ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის მოგვარებას შეეხებოდა, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრა შეძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ეს უნდა მომზადდეს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ პესკოვის ორი დღის წინ გაკეთებული განაცხადი საქართველოს დაცინვა იყო. თუ ასეთ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში ჩავა, ეს საქართველოს შეურაცხყოფა და შეცდომა იქნება. მათ უნდათ უპირობო შეხვედრა, რათა აჩვენონ, რომ საქართველომ მუხლებზე დაიჩოქა“,- განაცხადა გოგოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები