ნინო გვენეტაძეს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს მხარს უჭერს. მისი თქმით, ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია და უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს. დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი. დღესვე უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად მერაბ ტურავას კანდიდატურის კენჭისყრაც. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, ნინო გვენეტაძეს პარლამენტში ხმათა უმრავლესობა სჭირდება. კანდიდატს 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები