რუსეთის გავლენის საპირწონედ საქართველო დიდი ბრიტანეთისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა „რუსეთის დომინირების საფრთხის“ საპირწონედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფინანსური დახმარების პროგრამა აღადგინა. საქართველოს გარდა ფინანსურ დახმარებას მოლდოვა, ბოსნია -ჰერცეგოვინა და სერბეთი მიიღებენ. მთლიანი თანხა 15 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ფონდმა უკვე გაუწია დახმარება უკრაინას 5 მილიონი სტერლინგის ოდენობით სამოქალაქო ინსტიტუტების მხარდასაჭერად. აღნიშნული პროგრამა 1980-იან წლებში „ცივი ომის“ დროს დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა დააფუძნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები