გიორგი მარგველაშვილი მოსკოვში, 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიიწვიეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მოსკოვში, 9 მაისს, გამარჯვების დღის აღსანიშნავ ცერემონიალზე მიიწვიეს, თუმცა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მისი ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი რუსეთში გამგზავრებას არ აპირებს.
“მე არ ავიცი თუ რომელ დიპლომატებზე საუბრობდა პესკოვი, რომელთაც გამოთქვეს სურვილი ასეთი შეხვედრების. თუმცა, იმის ფონზე, რომ გუშინ პრაქტიკულად განხორციელდა საქართველოს ტერიტორიების ანექსია, მე რთულად წარმომიდგენია ასეთ სიტუაციაში დიალოგის ახალი ფორმატის შექმნა. 9 მაისს პრეზიდენტი მიწვეულია, თუმცა ის რუსეთში არ გაემგზავრება”, -განაცხადა ბერუჩაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გრაფიკით შესაძლებელი გახდება, გამორიცხული არ არის, რომ ორი ქვეყნის დიპლომატები და მაღალჩინოსნები ერთმანეთს შეხვდნენ. თუ რომელ მაღალჩინოსნებს გულისხმობდა პესკოვი მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები