იმერეთის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას პაატა ნადირაძე დაიკავებს
იმერეთის მხარის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს დღეს ახალი მოადგილე წარუდგინა. რამდენადაც მედიისთვის გახდა ცნობილი, პაატა ნადირაძე, გუბერნატორის მსგავსად, სამუშაოდ თბილისიდან ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ იმერეთის ვიცე-გუბერნატორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, როდესაც გუბერნატორის აწ უკვე ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე იოსებაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.