კახა კალაძე: საქართველოს მოქალაქეებს ვთხოვ, „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებს არ აყვნენ

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ზუგდიდში მომხდარი დაპირისპირება დაგმო და საზოგადოებას მოუწოდა, არ აყვნენ „ნაციონალების“ პროვოკაციებს. როგორც კალაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს მოსახლეობას თავი შეაცოდოს, მაგრამ როგორც კალაძე აღნიშნავს, მათ ეს ოინები არ გამოუვათ, რადგან დღეს ყველამ ყველაფერი იცის.

„ზუგდიდში დაპირისპირებას რაც შეეხება, მე კატეგორიულად ვგმობ და ვეწინააღმდეგები ყველანაირ დაპირისპირებას. ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც წინა ხელისუფლების სისხლიანი რეჟიმი ძალიან მწარედ შეეხო. ძალიან ბევრი ადამიანი და ძალიან ბევრი ოჯახი იქნა გაუბედურებული. მინდა, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, მაქსიმალურად თავი შეიკავონ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებისგან. მათ უნდათ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას თავი შეაცოდონ. მათ ეს პოლიტიკური ოინები ნამდვილად არ გამოუვათ. ყველამ ყველაფერი იცის , დღეს არაფერი არ იმალება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები