დავით საყვარელიძე ეკა ხერხეულიძემ ჩაანაცვლა

ეკა ხერხეულიძემ პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატის დავით საყვარელიძის ადგილი დაიკავა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს საკანონმდებლო ორგანომ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ დავით საყვარელიძემ პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით 2 მარტს მიმართა. იმავე დღეს ყოფილი დეპუტატი უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები