დღეს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო

დღეს, 14 ნოემბერს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო.

საქსტატის ინფორმაციით, აღწერის პირველი ეტაპი თვითრეგისტრაციაა.

“უკვე 23 ნოემბრის ჩათვლით შეგიძლიათ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე შეავსოთ აღწერისთვის განკუთვნილი კითხვარი: https://census2024.geostat.ge/ka.

კითხვარის შევსებას თქვენთვის სასურველ დროს, ინტერნეტთან დაკავშირებული ნებისმიერი მოწყობილობით შეძლებთ.

მეორე ეტაპი 29 ნოემბერს დაიწყება და 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჩვენი ინტერვიუერები კარდაკარის პრინციპით ჩაატარებენ გამოკითხვას.

აღწერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის. ამიტომ, ამ პროცესში თითოეული ჩვენგანის ჩართულობა განსაკუთრებულად საჭიროა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები