დიმიტრი ლორთქიფანიძე: ჟვანიას საქმეზე ბევრი დეტალი გაჟღერდა, მაგრამ ერთი რამ გამორჩათ

„ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის” წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეს გამოეხმაურა.
როგორც ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფრენციაზე განაცხადა, ბევრი ახალი საინტერესო დეტალი დასახელდა, რაც აუცილებლად უნდა გახდეს სამართალდამცავი უწყებების დაინტერესებისა და შესწავლის საგანი.
„ჟვანიას საქმეზე ბევრი დეტალი გაჟღერდა, მაგრამ ერთი რამ გამორჩათ. იმ დღეს საბურთალოს ქუჩას გაზით მომარაგება შეუწყდა ღამის სამ საათზე. რატომ მოხდა ეს ასე? ამ მიზეზებზე, რატომღაც, გუშინ არავის უსაუბრია. ამ საკითხზე ყურადღება უნდა გაამახვილონ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა”, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები