თბილისში რესტორანში ავტომობილის შევარდნას მსხვერპლი მოჰყვა
თბილისში, კერძოდ კი ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ავოტომობილი შევარდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 42 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.