თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრეს
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა, რომელიც დღეს მუხიანის დასახლებაში მოხდა, „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
მათი ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 118 -ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.