დავით საგანელიძე – ალექსანდრე ჭიკაიძემ ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომა მორალურად, ზნეობრივად და ადამიანურად ძალიან სწორი საქციელი იყო.
„მე შევაფასებ, რომ ძალიან სწორად მოიქცა ამ სიტუაციაში, როდესაც მის მიმართ გარკვეული კითხვები გაჩნდა. მორალურად, ზნეობრივად და ადამიანურად ეს ძალიან მართებული საქციელი იყო. საზოგადოებაში არსებობს გარკვეული გულისწყრომა, კითხვები და ეჭვები, და ეს ნაბიჯი სწორედ ამ განწყობის გამოძახილი იყო“, – განაცხადა საგანელიძემ.
ამასთან, დეპუატატის აზრით, ჭიკაიძის გადადგომა ვაზაგაშვილების საქმეების გამოძიებაზე არ იმოქმედებს.
„მე მგონი, რომ ალბათ, არ იმოქმედებს. არა მგონია, მას რამე კავშირი ჰქონოდა, მაგრამ ის გადადგა. დანარჩენს მომავალი გვანახებს. ფაქტია, რომ გადაწყვეტილება სწორი და გამართლებული იყო“, – აღნიშნა საგანელიძემ.
ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა. ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის თხოვნით ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმართა და აღნიშნა, რომ თუ ვაზაგაშვილის მკვლელობის ცხელ კვალზე გამოძიება მოხდებოდა, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები