„სისხლის სამართლის საქმეებზე სხდომების გამართვა, ხშირ შემთხვევაში, სპეკულაციების საფუძველს ქმნის“

საქართველოს პარლამენტში პროკურატურის წარმომადგენლების შესაძლო დაბარების საკითხს უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და სასამართლო არ უნდა ჩაანაცვლოს.
„მე არ ვეთანხმები იმას, რომ პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო და პროკურატურა უნდა ჩაანაცვლოს, კომისიები კი შეიქმნას იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს არაჯანსაღი პოლიტიკური გამოვლინებების საფუძველზე ხდება და უფრო სპეკულაციებს ჰგავს. განსაკუთრებით მაშინ, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოდის ასეთი წინადადებები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები