კახა კალაძე: თუ „რესპუბლიკური პარტია“ მიიჩნევს, რომ კოალიციის მუშაობაში ხარვეზებია, ამაზე საუბარი პირველ რიგში შიგნით უნდა მოხდეს

ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, “თუ “რესპუბლიკელების” აზრით, კოალიციის მუშაობაში ხარვეზებია, პირველ რიგში, ამაზე საუბარი, გარჩევა, გზების ძიება შიგნით უნდა მოხდეს და არა მედიით შენიშვნების გაჟღერება და მენტორის როლის მორგება.
ამის შესახებ კალაძემ ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც “რესპუბლიკელების” კრიტიკულ შეფასებებს ეხებოდა.
“კოალიციის შიგნით რომ განცხადებები კეთდება, ეს ჯანსაღი პროცესია, ვინაიდან ჩვენ, გუნდი საკუთარ თავზე ვმუშაობთ. შეცდომა თუ არსებობს, დაფიქსირების კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ ვერშემჩნევის და არაღიარების. “რესპუბლიკური პარტია” სტაბილური გუნდია, რომელსაც ხანგრძლივი პოლიტიკური ისტორია აქვს. ამიტომ მათი მუშაობა კოალიციის შიგნით არის გუნდი-გუნდში. ისინი მუშაობენ თანმიმდევრულად, მეთოდურად და თავის ნებაში ყველა თავისუფალია, დაეთანხმოს მათ თუ არა. თუ მათი აზრით, კოალიციის მუშაობაში არის ხარვეზები, პირველ რიგში, ამაზე საუბარი, გარჩევა, გზების ძიება შიგნით უნდა მოხდეს და არა მედიით შენიშვნების გაჟღერება და მენტორის როლის მორგება. თუ გუნდის წევრი ხარ, გუნდს გარედან არ უნდა ესაუბრო. ამ ფორმით, ნებისმიერი ობიექტური შენიშვნა და შეფასება პოპულიზმის სუბიექტურობას იძენს”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები