დავით ბაქრაძემ ევროკომისარ იოჰანეს ჰანისთან სამუშაო სადილი გამართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ თბილისში ვიზიტის ფარგლებში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანის სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირებისა და მისივე შემადგენელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ( DCFTA) შეთანხმებებით გათვალისწინებული საკითხების შესრულების შესახებ ისაუბრეს. ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ასოცირების სამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხსაც შეეხნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და ინსტიტუციონალური განვითარებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების აუცილებლობას.
სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ განსაკუთრებით აღინიშნა, რომ საქართველოს რეგიონებში ევროკავშირის ფინანსური და ექსპერტულ დონეზე დახმარება მნიშვნელოვანია.
სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას შეეხო. ასევე, ამ მიმართულებით გადადგმულ და აუცილებელ ქმედებებს.