„ჩემი და კარასინის შეხვედრის წინ მავთულხლართების მონტაჟის განახლება უკვე ტრადიციად იქცა“

ჩემი და კარასინის შეხვედრის წინ მავთულხლართების მონტაჟის განახლება უკვე ტრადიციად იქცა – ამის შესახებ პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ორიოდე თვის წინ მოვისმინეთ რუსი პარტნიორებისგან, რომ მავთულხლართების დამონტაჟების პროცესი დასრულებულია. ჩვენ ამის შესახებ საზოგადოებასაც მოვახსენთ. ყოველი ჩვენი, ჩემი და კარასინის, შეხვედრის წინ ასეთი უცნაური ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომ რამდენიმე დღის ადრე ამ საოკუპაციო ზოლზე მავთულხლართების მონტაჟის განახლდება იწყება. ეხლაც ესე მოხდა. თუმცა, სიახლე ის არის რომ ოლიმპიადის დასრულების მეორე დღეს დაიწყო მავთულხლართების მონტაჟი. შეხევედრაზე, რა თქმა უნდა, ამ თემასაც შევეხებით,“- განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები