“ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “კვირა” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან ზვიად ჯანყარაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა დაკავებული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ზვიად ჯანყარაშვილი აღარ ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას, მას მუდმივად, პრემიერის ოჯახთან ნათესაობის გამო, სხვადასხვა სახის ბრალდებას უყენებდნენ. იმისთვის, რომ საზოგადოებას აღარ დარჩეს კითხვები და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ თემით სპეკულირება, ზვიად ჯანყარაშვილმა გადაწყვიტა დაეტოვებინა პარტიული თანამდებობაც. იგი არც ერთ საჯარო თანამდებობაზე აღარ იმუშავებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები