“ჩემს პასუხისმგებლობას არავის გადავაკისრებ, ჩემი პირადი ჯანყი იყო, არ ვნანობ” – მურთაზ ზოდელავა
“ჩემს პასუხისმგებლობას არავის გადავაკისრებ, ჩემი პირადი ჯანყი იყო, არ ვნანობ”, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” წევრმა, მურთაზ ზოდელავამ დაკავებამდე რამდენიმე წამით ადრე განაცხადა.
როგორც ზოდელავამ აღნიშნა, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ სამართალდამცველები მალე აიყვანდნენ.
რამდენიმე წუთის წინ, მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე სამართალდამცველებმა სავარაუდოდ დააკავეს.