კალანდარიშვილი – ოპოზიციის მიერ თითქოსდა გდდ-დან გავრცელებულ სიებზე: ეს არის გასული წლის სპეციალური სიებიდან გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებისას დაამტკიცა

ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა სოციალურ ქსელში ოპოზიციის მიერ თითქოსდა გდდ-დან გავრცელებულ სიებზე.

„მინდა, საზოგადოებისთვის განვმარტო, რომ ზოგადად, სპეციალური სია დგება სხვადასხვა უწყების, (სამხედრო მოსამსახურეები, შსს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებზე) ისეთ მოცემულობაში, როდესაც ისინი მათი რეგისტრაციის მისამართისგან განსხვავებულ ადგილას აძლევენ ხმას, ასეთ შემთხვევაში დგება სპეციალურ სია, რომელიც მტკიცდება საოლქო საარჩევნო კომისიების განკარგულებით და რომელიც ხელმისაწვდომია როგორც კომისიის წევრებისთვის, ასევე უზრუნველყოფილია მისი საჯარო ხელმისაწვდომობაც.

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გავრცელებულ ინფორმაციით იკითხება რომ ეს არის გასული წლის სპეციალური სიებიდან გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებისას დაამტკიცა. აღნიშნული დოკუმენტის ხელმისაწვდომობა შესაძლებელია ყოფილიყო როგორც კომისიის წევრებისთვის, ისე საჯაროდ. აქედან გამომდინარე, მის მიღმა სხვა ინფორმაცია ჩვენთის უცნობია“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები