“მნიშვნელოვანი ვიზიტი აქვს საქართველოს პრემიერს; დანიის სამეფოში გაიმართა არაერთი შეხვედრა, კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით” – გიორგი გაბუნია

“პრემიერის განცხადებითვე, ჩანს, რომ შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოების მნიშვნელობას”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში” საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ დანიაში ირაკლი კობახიძის ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.

როგორც მან განმარტა, დანიის სამეფოში გაიმართა არაერთი შეხვედრა, კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით

„მართლაც მნიშვნელოვანი ვიზიტი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. დანიის სამეფოში. გაიმართა არაერთი შეხვედრა, კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. პრემიერის განცხადებითვე, ჩანს რომ შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოების მნიშვნელობას. ასევე, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს სრულ მზაობას, რომ ჩვენ განვაგრძოთ ამ გზაზე სიარული ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკით. ასევე განიხილეს სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, პანელურ დისკუსიაში.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროპული კოალიციის დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას. ფაქტია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. პირველი სერიოზული კომუნიკაციაა, შეიძლება ითქვას, ბოლო პერიოდში, რაც შედგა ევროპელ ლიდერებთან.

რა თქმა უნდა, ვიზიტის დასრულების შემდეგ უფრო უკეთესად გვეცოდინება ვიზიტის საერთო სურათი და მიზანშეწონილია შეფასებები მოგვიანებით გაკეთდეს. ფაქტი კი ფაქტად რჩება, რომ საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლას და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. მზად ვართ პოლიტიკური დისკუსიისთვის, დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით იმ პირობებში, რომ გათვალისწინებული იყოს საქართველოს მიერ მიღწეული უამრავი წარმატება“, – აღნიშნა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები