არჩილ გორდულაძე – „ლელოს“ კვლევაზე: ესეც არის იმის დასტური, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ შემავალ, „ლელოელ“ და გახარიელ ნაცებში რღვევაა
„ეს კვლევაც არის იმის დასტური, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ შემავალ, „ლელოელ“ და გახარიელ ნაცებში რღვევაა და კანდიდატები თავიანთ პოზიციებს ხსნიან – აღარ უნდათ, ამ წაგებულ თამაშში შესვლა,“ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „ლელოს“ დაკვეთით იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ობიექტურ კვლევაზეა საუბარი, ადამიანს რეალობის ასახვა აინტერესებს, ცალსახაა, რომ „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ ალტერნატივა არ ჰყავს.
„როდესაც ობიექტურ კვლევაზეა საუბარი, როდესაც ადამიანს რეალობის ასახვა აინტერესებს, ცალსახაა, რომ „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ ალტერნატივა არ ჰყავს და 64-ვე მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ, როგორც მერობის, მაჟორიტარობისა და ასევე საკრებულოს პროპორციული სიის ნაწილში.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გამოტანა საზოგადოების სააშკარაოზე არ უნდა კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას, მათ შორის საკუთარ ბაბლშიც, რადგან თავიანთი მარცხი მოუწევთ, კიდევ ერთხელ აღიარონ და ამის აღიარება არც არავის სჭირდება. ესეც არის იმის დასტური, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ შემავალ, „ლელოელ“ და „გახარიელ“ ნაცებში რღვევაა და კანდიდატები თავიანთ პოზიციებს ხსნიან – აღარ უნდათ, ამ წაგებულ თამაშში შესვლა“, – აღნიშნა გორდულაძემ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ლელოს“ დაკვეთით იაგო კაჭკაჭიშვილმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა მოამზადა, რომელიც დამალეს და არ აქვეყნებენ. იაგო კაჭკაჭიშვილი „ქრონიკის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. კითხვაზე, „ამ შაბათს რომ ტარდებოდეს მუნიციპალური არჩევნები, თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, კახა კალაძეს აქვს 61.1%, ლელოსა და გახარიას საერთო კანდიდატს 25.3%, იაგო ხვიჩიას – 7.3%.