თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატები ასაჩივრებდნენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დაეკისრა.

ცნობისთვის, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებული ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები