გიორგი გაბუნია: ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან ცხოვრებას და განვითარებას

„ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო პროცესი ბოლოშია გასული, საარჩევნო პროცესი იყო აბსოლუტურად მშვიდი, დემოკრატიული და ყველა სტანდარტის დაცვით ჩატარდა. გვაქვს მოლოდინი, რომ არჩევნების დღე საქართველოში იქნება მშვიდი,“ – ამის შესახებ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, არის მცდელობა, რომ რამენაირად ჩირქი მოსცხონ დემოკრატიულ პროცესს, ქვეყნის ამ წარმატებას პატარ-პატარა ფეიკ ნიუსებით, რომლებსაც კონკრეტული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები საზოგადოებას აჩვენებენ.

„არის მცდელობა, რომ რამენაირად ჩირქი მოსცხონ ამ დემოკრატიულ პროცესს, ქვეყნის ამ წარმატებას ამ პატარ-პატარა ფეიკ ნიუსებით, რომლებსაც კონკრეტული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები საზოგადოებას აჩვენებენ, თითქოს სახელმწიფო ერევა გარკვეულ პროცესებში და ა.შ. ვის სჯერა ახლა, რომ ოპოზიციას აქვს რესურსი და ვინმე მათ ხელს უშლის წარმატებაში? ეს ხომ აბსოლუტურად დაუჯერებელი ამბავია? პრაქტიკულად არ აწარმოებენ წინასაარჩევნო პროცესს.

ჩვენი ხალხი დაიღალა მათი ტაშ-ფანდურით. აღარავის აინტერესებს ეს ადამიანები. ჩვენ ჩავატარებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან ცხოვრებას და გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები