კრემლი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდებას გამოეხმაურა

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აშშ უკრაინას რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმებისთვის სადაზვერვო ინფორმაციას მიაწვდის.

„ეს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი ინფორმაცია არსაიდან არ ჩნდება. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში მუდმივად უზიარებს.

აშკარაა, რომ ნატო-ს და აშშ-ის მთელი ინფრასტრუქტურა მომარაგდება და განლაგდება უკრაინელებისთვის სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის მიზნით“, – აღნიშნა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები