უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს.

უკრაინის ოფიციალური წყაროების ცნობით, სამშობლოში 185 სამხედრო დაბრუნდა, მათ შორის 183 რიგითი, ერთი სერჟანტი და ორი ოფიცერი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, დაბრუნებულთა შორის არიან სამხედროები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებაზე მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობდნენ. მათ შორის არიან დაჭრილები და ისინი, ვინც ხანგრძლივი დროით ტყვეობაში იმყოფებოდნენ.

„დღეს გათავისუფლებული უკრაინელი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქეების თითქმის ყველა 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაცვლა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების შუამდგომლობით განხორციელდა.

რუსეთის მხარეს გადაცემული ტყვეთა რაოდენობა ამ დროისთვის ზუსტად არ სახელდება.

კიევში აცხადებენ, რომ ტყვეთა დაბრუნების პროცესი გაგრძელდება და ხელისუფლება ყველა ტყვედ მყოფი უკრაინელის გათავისუფლებაზე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები