ტრამპი დღეს პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს.

თეთრი სახლის ლიდერი იმედოვნებს, რომ სატელეფონო საუბრები პროდუქტიული იქნება.

„ორშაბათს, 19 მაისს, დილის 10:00 საათზე სატელეფონო საუბარს გავმართავ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. საუბრის თემა იქნება სისხლის ღვრის შეჩერება, რომელიც კვირაში საშუალოდ 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს. ასევე, საუბრის თემა იქნება ვაჭრობა.

ამის შემდეგ, დაველაპარაკები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. შემდეგ კი, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, ნატო-ს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე, ცეცხლი შეწყდება და ეს ძალიან სასტიკი ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები