“ყველანაირი არჩევნები გამიგია, მაგრამ ტელეფონებით არა, როგორც ჩანს, პაატას ბურჭულაძეს ფონდ „იავნანას“ გამოცდილება აქვს და შესაძლოა, ზარიც ფასიანი გახადონ” – ბოჟაძე

“ყველანაირი არჩევნები გამიგია, მაგრამ ტელეფონებით არა, როგორც ჩანს, პაატა ბურჭულაძეს ფონდ „იავნანას“ გამოცდილება აქვს და შესაძლოა, ზარიც ფასიანი გახადონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

„ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება. ზოგიერთი ადასტურებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ. ვინც ჯერ არ ადასტურებს, როგორც ჩანს, ისინი გარე დავალებებს ელოდებიან. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.

ყველანაირი არჩევნები გამიგია, მაგრამ არა – ტელეფონებით. როგორც ჩანს, პაატას ბურჭულაძეს ფონდ „იავნანას“ გამოცდილება აქვს და შესაძლოა, ზარიც ფასიანი გახადონ. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა არ და ვერ ექნება. ტექნიკურადაც წარმოუდგენელია, როგორ უნდა მოხდეს ამომრჩევლის იდენტიფიცირება, ხმების შეჯამება და ა.შ.

ამიტომ ყველას ვურჩევ, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოემზადონ. 26 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე ბოლო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩავატარეთ და ამავე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება 4 ოქტომბრის არჩევნებიც.

რაც შეეხება მცდელობას, რომ არჩევნები არ ჩატარდეს ან კენჭისყრის დღეს ხელი შეუშალონ, ეს კანონმდებლობით აკრძალულია, სისხლის სამართლებრივი დანაშაულია და თუ ვინმე საბოტაჟს შეეცდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ტელეფონებით არჩევნები, სავარაუდოდ, სექტემბერში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები