ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი შესრულდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი შესრულდა. ზვიად ზვიადაძემ გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადა და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.