ნონა გაფრინდაშვილი 2011 წლის 26 მაისზე: ჩემს ნათესავს, თემურ ლოგუას, რეზინის ტყვიები მოხვდა სახეში – დაეცა, სპეცრაზმის მანქანით გადაუარეს მკერდზე, საბურავის კუთხემ ყური მოაგლიჯა, უკან გადმოუარა იგივე მანქანამ და იმ მხარეს სკალპი უკვე ახდილი ჰქონდა – დასისხლიანებულ, მოშიშვლებულ თავის ქალაზე ფეხს აბიჯებდნენ

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2011 წლის 26 მაისს მომხდარ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს განიხილავენ, ნონა გაფრინდაშვილი იხსენებს მისი რძლის ძმაზე, თემურ ლოგუაზე, განხორციელებულ სისასტიკეს.

ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, თემურს რეზინის ტყვიები მოხვდა სახეში, დაეცა, სპეცრაზმის მანქანით კი გადაუარეს მკერდზე, რა დროსაც საბურავის კუთხემ ყური მოაგლიჯა, ამის შემდეგ უკან გადმოუარა იგივე მანქანამ და იმ მხარეს სადაც ყური ჰქონდა მოგლეჯილი სკალპი უკვე ახდილი ჰქონდა.

„თემურ ლოგუა არის ჩემი რძლის ძმა. თემურს რეზინის ტყვიები მოხვდა სახეში. დაეცა, სპეცრაზმის მანქანით მას გადაუარეს მკერდზე, საბურავის კუთხემ ყური მოაგლიჯა, უკან გადმოუარა ისევ იგივე მანქანამ და იმ მხარეს სადაც ყური ჰქონდა მოგლეჯილი სკალპი უკვე ახდილი ჰქონდა. მივვარდი და დასისხლიანებულ, მოშიშვლებულ თავის ქალაზე ფეხს კიდევ აბიჯებდნენ შეძახილით: „რუსის მონავ, საქართველო როგორ გაწერია ქურთუკზეო?!“. ჩემი ნაჩუქარი სპორტული საწვიმარი ეცვა „საქართველოს“ სიმბოლიკით. ორი ადამიანი თავზე ედგა და ერთმანეთში საუბრობდნენ მგონი კვდება და სასწრაფოში ჩავსვათო. სასწრაფომ გადაიყვანა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა შალვა ოგბაიძესთან ერთად პალატაში. ექიმებმა სამჯერ გაუკეთეს ტომოგრამა, ვერ იჯერებდნენ თუ როგორ გადაურჩა მისი მკერდი ჩალეწვას. ქირურგმა რომელმაც ოპერაცია გაუკეთა ვერ დაიჯერა და ამბობდა თურმე, რომ აფხაზეთში ვიმუშავე ომის დროს, იმდენი ოპერაცია გავაკეთე და მსგავსი ბინძური ჭრილობა არ მინახავსო. ბედად გადარჩა, როგორ დღემდე არავინ არ იცის“,- იხსენებს ნონა გაფრინდაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები