პროფკავშირის გაფიცვის გამო, ავიაკომპანია Finnair-მა 100-ზე მეტი რეისი გააუქმა
პროფკავშირის გაფიცვის გამო, ავიაკომპანია Finnair-მა, ორშაბათს დაგეგმილი 100-ზე მეტი რეისი მოულოდნელად გააუქმა.
ავიაკომპანიის ცნობით, ფრენების გაუქმება დაახლოებით 14 ათასს მგზავრს შეეხება.
დასაქმებულთა პროფკავშირი სრულმასშტაბიან გაფიცვას არ გამორიცხავს.
შეგახსენებთ, პროფკავშირი დამსაქმებელთან სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად იანვრიდან მართავს მოლაპარაკებებს. თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, „ფინეთის საავიაციო კავშირი“ მორიგ გაფიცვას 30 მაისსა და 2 ივნისს გეგმავს.