თეა წულუკიანი – მიხეილ სააკაშვილზე: კითხვა ყველას გვაქვს, დღეს არის თუ არა მისი ადგილი საავადმყოფოში, პასუხი ყველამ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე გამოსწორდება

“სააკაშვილი ერის მამა კი არ იყო, როგორც თავის თავს ყიდის, არამედ ეს იყო მავნებელი, ბოროტი ძალა”, – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

“თითოეული ფოტო-ვიდეო, რომელსაც მომავალი თაობის რამდენიმე წარმომადგენელი, პარლამენტის სტაჟიორები აქ გვესწრებიან, გარედან გვიყურებენ ახალგაზრდები, ჩახედავენ და ნახავენ, რომ ეს ერის მამა კი არ იყო, როგორც თავის თავს ყიდის სააკაშვილი, არამედ ეს იყო მავნებელი, ბოროტი ძალა, როგორც ბატონმა სოზარმა თქვა, ომში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სადაც ის მწარედ დამარცხდა. კითხვა ყველას გვაქვს, დღეს არის, თუ არა მისი ადგილი საავადმყოფოში. პასუხი ყველამ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე, ასე დავარქვათ, რომ გამოსწორდება“, -განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები