დავით შერაზადიშვილი ბოლნისის ღვინის გზამკვლევის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი
ბოლნისის ღვინის გზამკლევის Bolnisi Wine Guide ოფიციალურ წარდგენას დაესწრო, რომელიც ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში გაიმართა.

პრესსამსახურის ცნობით, წიგნი დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას მისცემს: ბოლნისის ღვინის მარნების, ადგილობრივი მეღვინეების, უნიკალური ჯიშებისა და რეგიონის სხვა საინტერესო ღირსშესანიშნაობების შესახებ, ეს მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლებისა და ფართო პოპულარიზაციისთვის.

შერაზადიშვილის თქმით, ბოლნისში ღვინის კულტურის აღორძინება მუნიციპალიტეტს შესაძლებლობას აძლევს რეგიონში ღვინის ტურიზმის ცენტრად იქცეს.

„ბოლო წლების მანძილზე ჩვენ, ყველამ ერთად შევძელით მევენახეობა-მეღვინეობა გაგვეხადა პერსპექტიული და არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ბოლნისში ღვინის კულტურის აღორძინება მუნიციპალიტეტს შესაძლებლობას აძლევს რეგიონში ღვინის ტურიზმის ცენტრად იქცეს და ამ მიმართულებით გზამკვლევი მნიშნელოვან როლს შეასრულებს.
მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ბოლნისში ყოველწლიურად მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები ფიქსირდება რაც, კერძო, სამთავრობო უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგია და გამორჩეულია კომპანია RMG-ის მხარდაჭერა.მადლობა პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს და სტუმრებს”,- აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა

დელეგატი ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის მოქმედ და ყოფილ წევრებთან: გოდერძი ჩანქსელიანთან, გოჩა ენუქიძესთან და ბექა ოდიშარიასთან ერთად ესწრებოდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები