გურამ მაჭარაშვილი: კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ ნათელი ხდება ის, რომ „ნაცმოძრაობის“ და მისი მიმდევრების დღეები უკვე დათვლილია
,,კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ ნათელი ხდება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მიმდევრების დღეები უკვე დათვლილია”,- ამის შესახებ „ქრონიკას“, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, კომისიის დასკვნა, პრაქტიკულად დასასრულის დასაწყისი იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
„ვაპირებთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიტანოთ და ეს დასკვნა იქნება საკმარისზე ბევრად მეტი მტკიცებულებებით აღსავსე იმისათვის, რომ აღარ იარსებონ ისეთმა რეჟიმებმა, როგორებიც იყვნენ: ფაშისტური რეჟიმი, ნაციონალურ-სოციალისტური ჰიტლერის პარტია და როგორის არის სააკაშვილის„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მიმდინარეობებით.
რაც შეეხება მიმდინარე საქმეებს, დღეს ბატონი ვალერი გელაშვილი იქნება. ვიცით, როგორ მოექცა მას რეჟიმი. ასევე იქნებიან სხვა პირები, რომლებიც სამწუხაროდ, გააგრძელებენ იმ უბედურებების მოყოლას, რა უბედურებებიც მოუტანა, ზოგადად, სახელმწიფოს და საზოგადოებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.