ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ აზიის განვითარების ფონდის (ADF) წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, იტალიის ქალაქ მილანში მიმდინარე, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიურ შეხვედრას ესწრება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ფონდის (ADF) სხდომაში, რომელიც აღნიშნული წლიური ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. სხდომაზე განიხილეს ADF-ის რესურსების მე-13 შევსების შედეგები და დაგეგმილი ინიციატივები მე-14 შევსების ფარგლებში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო პირველად მონაწილეობს ADF-ის რესურსების შევსებაში დონორის სტატუსით, მას შემდეგ, რაც დონორობაზე განაცხადი გასული წლის 2 მაისს, თბილისში გამართულ ADB-ის 57-ე შეხვედრაზე გააკეთა.